დღეს, 23 იანვარს 16:00 საათზე მოძრაობა სირცხვილია უკრაინის საელჩოსთან უკრაინისადმი მხარდასაჭერ აქციას გამართავს.
მათი ცნობით, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები და სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები.
სირცხვილიამ უკრაინის საელჩოსადმი ღია წერილიც გაავრცელა, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთის პოტენციური აგრესიის წინაშე მყოფი მეზობელი ქვეყნისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე ხელშესახები მხარდაჭერა არ ჩანს. მოძრაობა მხარდასაჭერ აქციაზე უკრაინის საელჩოს თანამშრომლებსაც იწვევს.